logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღეს იმედო ფხაკაძე 75 წლის გახდა!
- +

20 ნოემბერი. 2017. 16:34



დღეს იმედო ფხაკაძე 75 წლის გახდა

********

ქართული ხელბურთის ერთ-ერთი ლეგენდა. თამაზ ანთაძესთან, ჯემალ ცერცვაძესთან, ჯემალ აბაიშვილთან და პირველი დიდი ხელბურთელების მხარდამხარ მან მოახერხა რომ საქართველო „დაავადებულიყო" ხელბურთით. აი, ისე, დღეს რომ რაგბი აბოდებთ...


თითქმის 12 წელი სსრ კავშირის ნაკრებში. ასეთი რეკორდი, ვგონებ, არცერთ ქართველ სპორტსმენს არ „დაუმყარებია"...


რაინდი კაცი, თავმდაბლობის ეტალონი, განუმეორებელი მეგობარი და ყველგან და ყოველთვის მომხიბლავი პიროვნება. აი, ასეთი კაცია ჩემი ძმობილი, რომელთანაც 65-წლიანი(!!!) უახლოესი მეგობრობა მაკავშირებს. რა უნდა ვუსურვო? მხოლოდ ის, რაც საკუთარი თავისთვის მემეტება, ცოტა უფრო მეტი, რამეთუ ჩემი გაძლებისთვის ამ „ცოტა მეტს" აშკარად იმსახურებს...


იმედო ფხაკაძეს გაუმარჯოს, მართლა უნიკალურ, მართლა საიმედო, საქვეყნო საქმისთვის მართლა საიმედო, დასაყრდენ კაცს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner