logo_geo
eng_logo
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?“ - სწორედ ამ კრიტერიუმით უნდა ეძებოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ჩინოვნიკები“
- +

20 ნოემბერი. 2017. 16:42



გაზეთი „ასავალ-დასავალი" მერიის უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე ინტერნეტ-სივრცეში სულიკო კედელაშვილის სახელით ცნობილი ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას ეხმიანება და სტატიას აქვეყნებს სათაურით - „შენ ხომ არა ხარ სულიკო?".

 

„სულიკო კედელაშვილს ნაცრეჟიმთან მწვავედ დაპირისპირებული და შეურიგებლად მებრძოლი ადამიანების კრებსით სახედ თუ ავიღებთ, მაშინ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საკუთარ რიგებში რაც შეიძლება ბევრი „სულიკო" უნდა მიიღოს და თუკი ვინმეს სახელმწიფო სამსახურში ჩადგომის სურვილი გაუჩნდება, პირველ რიგში, უნდა ჰკითხოს - „შენ ხომ არა ხარ სულიკო?"

 

დიახ, „შენ ხომ არა ხარ სულიკო?" - სწორედ ამ კრიტერიუმით უნდა ეძებოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ჩინოვნიკები და საჯარო მოხელეები, ანუ ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, პროფესიონალიზმთან და წესიერებასთან ერთად, ნაცრეჟიმთან და მის ნარჩენებთან კარდინალური შეურიგებლობა უნდა იყოს", - წერს „ასავალ-დასავალი". 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner