logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე: მსგავსი ტიპის, ამაზრზენ წარწერებს ხშირად ვაწყდებით ბათუმის ქუჩებში...
- +

20 ნოემბერი. 2017. 14:00



„თურქების მიმართ ბოლო დროს მომძლავრებულ ქსენოფობიურ განცხადებებსა თუ მსგავსი ტიპის, ამაზრზენ წარწერებს ხშირად ვაწყდებით ბათუმის ქუჩებში..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე ხელისუფლებას ვდებ ბრალს და რატომ: თურქეთის მოქალაქეები აშენებენ უკანონო სავაჭრო და კვების ობიექტს „Pier-batumi" და ხელისუფლება უძლურია დაანგრიოს. თურქეთი ისე ხსნის თურქულ სკოლას, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არაა საქმის კურსში. რეაგირება ნულის ტოლია. თურქები ისე აშენებენ საკულტო ნაგებობებს, მედრესეებს, რელიგიურ ბავშვთა ბაგა-ბაღებსაც, რომ აქაც ხელისუფლება აზრზე არაა და არც აინტერესებს...

 

ნუთუ მოქალაქეებმა უფრო რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ ხელისუფლება გამოფხიზლდეს?!" - წერს ბლადაძე.




 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner