logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ახლაც ვკითხავ მოსახლეობას- სჭირდებათ ფატიანი კაცები პატარძლებად?!
- +

19 აპრილი. 2016. 00:29


უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები ლგბტ თემებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე არასწორად აპელირებენ.

 როგორც მეჭიაურმა გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა, დღეს პატრიარქის ლანძღვა მოდაში შემოვიდა.



„ვიღაც დეისაძეები რომ საუბრობენ კაბიან კაცებზე და გეი-პატრიარქზე, ჩემს განცხადებებზე ტეხენ წიოკს. რა გამოდის, მაინც და მაინც გეი თუ არ ვთქვი და ის დავარქვი, რაც ჰქვია სინამდვილეში, ამაზე უნდა ატეხონ წიოკი?!  პატრიარქის, სარწმუნოების ლანძღვა და ტრადიციების შეურაცხყოფა დემოკრატიაა?!

 

თუ სარწმუნოებას, პატრიარქს და ტრადიციებს ეხები, ამას გიშარჟებენ. ახლაც ვკითხავ მოსახლეობას- სჭირდებათ ფატიანი და ბანჯგვლიანი კაცები ოჯახში პატარძლებად?!"- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner