logo_geo
eng_logo
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება
- +

20 ნოემბერი. 2017. 20:31



თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „რეგიონთაშორისი  შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით" (Energy- Transregional Opportunities) ერთ-ერთი სპიკერი რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი იქნება.


მალიჟი ამ თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა, სამსახურეობრივ მოვალეობას კიევიდან ასრულებს და პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობისა და პოლიტიკური ინიციატივების წარმართვაზე უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.


მალიჟი EBRD-ის 2010 წელს შეუერთდა, როგორც ფინანსური ინსტიტუტების გუნდის დირექტორი, სადაც მან წარმატებით განავითარა ბანკის ბიზნესი დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთში და ბანკის საქმიანობა წამოიწყო სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.


EBRD- ში გაწევრიანებამდე ის იყო BNP Paribas- ის კორპორატიული განვითარების მმართველი დირექტორი საბანკო შესყიდვების მიმართულებით. მისი ადრეული კარიერა იყო ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურება  Arthur Andersen and McKinsey & Company-ში, სადაც ის ემსახურებოდა კლიენტებს ინდუსტრიულ, ფინანსურ, მაღალტექნოლოგიურ და სამშენებლო საქმიანობის საკითხებში.


მალიჟი არის ფრანგული ბიზნესსკოლის მაგისტრი. ფლობს ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.


http://www.tbilisibrf.gov.ge/

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner