logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს
- +

20 ნოემბერი. 2017. 23:21



აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. ამის შემდეგ აშშ ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას შეძლებს. როგორც დონალდ ტრამპმა კაბინეტის წევრთა შეკრებაზე განაცხადა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალი შეზღუდვების დეტალებს სამშაბათს გაამხელს. დონალდ ტრამპის თქმით, ფხენიანის ტერორიზმის სპონსორების სიაში დაბრუნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისა და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მკვლელობების მოწყობის გამო გადაწყდა.


შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა ტერორისტების სპონსორი ქვეყნების სიაში 1987 წელს, სამხრეთ კორეული ავიალაინერის აფეთქების გამო მოხვდა. 115 ადამიანის დაღუპვაში მაშინ ფხენიანის სპეცსამსახურები დაადანაშაულეს. 2008 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს ჩრდილოეთ კორეა ამ ნუსხიდან ამოიღეს, რითაც ფხენიანის კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციის პროცესში მონაწილეობა წახალისდა. შემდგომში დიალოგი ამ საკითხზე ისევ ფხენიანის ინიციატივით შეწყდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner