ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარს 3 დღით ჩაკეტავს.
23 ნოემბერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „სიმამაცისა და სახალხო ერთიანობის დღე" აღინიშნება, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა კი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
საოკუპაციო ზოლზე გამშვები პუნქტები 24 ნოემბრიდან გაიხსნება.