logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: დათა ახალაია დაემუქრა, შენც ისევე მოგკლავ, როგორც ეს გურამ შარაძეს გავუკეთეო
- +

21 ნოემბერი. 2017. 02:10


 

გიორგი ბარათელს პირველად შევხდი 2012 წლის 18 ოქტომბერს. ეს მოხდა ძალიან მოულოდნელად. მე არ ვიყავი მარტო, მე ვიყავი დიმიტრი ლორთქფანიძესა და სოსო მანჯავიძესთან ერთად. ისინი იყვნენ სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის წევრები. ხელისუფლების ცვლილებიდან იყო მე-18-ე დღე და ისეთი ფორმით შეგვიშვეს საპყრობილეში, მე თითონაც გამიკვირდა, ბატონი სოსო და ბატონი დიმიტრი რომ დაინახეს აღფრთვანებული იყვნენ და მე აღარ მკითხეს საერთოდ ვინ ვიყავი, მაშინ არც იმდენი ადამიანი მიცნობდა, რამდენიც დღეს მიცნობს" - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში საუბრობს და აქამდე უცნობ ფაქტებს იხსენებს.


შევედით, ჩამოვიდა ბარათელი, გავეცანი მას, ვუთხარი რომ რუსიკოს (გურამ შარაძის შვილი) მეგობარი ვიყავი, ვუთხარი ისიც, რომ მე 2009 წლიდან მოყოლებული, სასამართლოს მეშვეობით ვეძებდი მას, თუ რომელც საპყრობილეში იყო. მან მაისური გადაიწია, მხარზე ნატყვიარი გვაჩვენა და გვითხრა, რომ დაკავების შემდეგ თბილისის ზღვაზე აიყვანეს, დღის პირველ ნახევარში, გაქცევის მცდელობისას დაჭრეს,  მერე საავადმყოფოში რომ ჰყავდათ ეს მთელმა ქვეყანამ ნახა. პირველად, მგონი, გადაცემიდან „დროება" შეიტყო საზოგადოებამ, რომ აკადემიკოსი გურამ შარაძე დახვრიტეს მელიქიშვილის გამზირზე. შემდეგ გვითხრა, რომ მას ეს მკვლელობა არ ჩაუდენია, მას უნდა საქმე დაშალოს, უნდოდა ნორმალური ადვოკატი და გვკითხა - ვის მირჩევთო. ეს ყველაფერი რომ მოისმინა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ,გაოგნებულმა ჰკითხრა, რომ აბა, მე რომ 2010 წელს შემოვედი და რატომ მითხარი რომ მე მოვკალი გურამ შარაძე და რაღაც ვერსია განავითარეო... მახსოვს, რომ ბარათელმა შეახსენა, ,- გაიხსენეთ ვისთან ერთად იყავი შემოსულიო... ,საქმე იმაშია, რომ 2009 წელს, შაშკინის უწყებას მივმართე კითხვით, რომელ საპყრობილეში ,იჯდა ბარათელი, არ მომცეს ინფორმაცია და მერე დავიწყე სასამართლო დავა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. ახლა საქმე სტრასბურგში განიხილება და ალბათ, ძალიან მალე ამ საკითხზე გადაწყვეტილება გამოვა. მისი ოჯახის წევრებიც მოვძებნე, მამა, ბიძა და იცით, ჩხუბი დამიწყეს, როდესაც მათ დავურეკე, ძალიან მეუხეშნენ. ინფორმაციას რომ მიმალავდნენ, საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო საქმე... ამის შემდეგ მივმართე სახალხო დამცველს, მივმართე დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც ,მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ვთხოვე, შესულიყო ბარათელთან და შევიდა. მას თავისი ინიციატივით გაყვა ეკა ხერხეულიძე, მმართველის პარტიიდან, ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. ისინი ერთად შეხვდნენ ბარათელს და სწორედ მაშინ უთხრა მან, რომ დიახ, მე მოვკალი გურამ შარაძე და თავის დამანებეთო. აი, ეს შეახსენა ბატონ დიმიტრის ჩვენთან შეხვედრის დროს. პარალელურად მითხრა, რომ რაღაც წამალს ასმევდნენ, ჩაწერილი მაქვს ამ წამლის დასახელება, მან მოითხოვა ექიმთან კონსულტაცია, აინტერესებდა რამდენად სჭირდებოდა მას ეს წამალი, ეს წერილობითაც დააფიქსირა, ფსიქიატრთან კონსულტაცია მოითხოვა, თუ სწორად მახსოვს, გარკვეული პირი იყო მასთან შესული. როდესაც ადვოკატზე თქვა, რომ სჭირდებოდა, მე ვურჩიე მამუკა ნოზაძე, ვიცი მისი დამოკიდებულება გურამ შარაძის მკვლელობისადმი და მის გარეშე თამამად ვუთხარი. ეს შეხვედრა იყო 18 ოქტომბერს, 22-ში მასთან ციხეში შევიდა ადვოკატი.

 

ზოგადად საქმეზე ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. რუსიკო და მისი ერთ-ერთი ადვოკატი იყვნენ იმ პირებთან, რომლებმაც ნამდვილი მკვლელი დაინახეს, ვგულისხმობ იქვე მცხოვრებ ადამიანებს, სადაც დანაშაული მოხდა. ეს იყოს რამდენიმე წლის წინ. პირადად ვესწრებოდი როგორ აღწერდნენ მას, შენახული შენახული მაქვს მათი გამოკითხვის ოქმები, რამდენადაც ვიცი ისინი პროკურატურამაც დაკითხა. რადიკალურად განსხვავებულ ტიპაჟებს აღწერდნენ.

 

მე გაგახსენებთ კიდევ ერთ ფაქტს, ხელისუფლების ცვლილებამდე ცოტა ხნით ადრე, 2012 წლის 22 სექტემბერს, ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გადასარჩენად გაახმოვანა ფაქტი, იყო ასეთი პიროვნება, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი გიორგი ჩიხლაძე, მისი ახლობელი იყო, რომელსაც დათა ახალაია დაემუქრა, შენც ისევე მოგკლავ, როგორც ეს გურამ შარაძეს გავუკეთეო. ეს ედიშერ ქარჩავამ განაცხადა მერვე საპყრობილესთან. ასევე გეტყვით, რომ დაახლოებით ერთ თვეში მოხდა „შტირის საქმის" წამოწევა და ბარათელის გადაყვანა მერვე საპყრობილეში. სასამართლო განხილვამდე ბარათელმა რომ ნახა, რომ პროკურორთან მიმართვას არ მოყვა არანაირი რეგირება ოქტობერში, მერე მიმართა საზოგადოებას - მიშველეთო, გაახმაურეთ ეს საქმე, ყურადღება იქონიეთო. მერე უკვე მოვიდა სასამართლოზე და კამერის წინ თქვა 2013 წლის 31 მაისს, - მე არ მომიკლავს გურამ შარაძეო. მან მოყვა ის დეტალი, როგორ მიუგზავნეს მას პატიმარი, რომელიც არიგებდა ეთქვა ბარათელს, (მელნიკოვის დავალებით და ეს პატიმარიც დაკითხულია, ბარათელიც იგივეს ამბობს თავის ხელით დაწერილ მიმართვაში, დედანი მე მაქვს და იგივეს ამბობს ის პატიმარიც) რომ მან გოგა ხაინდრავას დავალებით მოკლა გურამ შარაძე და რომ გოგა ხაინდრავას უნდა გადაეხადა 500 000 ამერიკული დოლარი. ბარათელი თავის ხელით დაწერილ დოკუმენტში, რომელიც მამუკა ნოზაძემ გამოიტანა ციხიდან ამბობს მეორე ვერსიასაც, თითქოს რუსეთის მიერ გამოგზავნილმა ქილერმა მოკლა ბარათელი და მერე გოგა ხაინდრავასთვის უნდა დაებრალებინათ და ეს უნდა მიებათ რუსეთისთვის, აბსურდული ვერსიები იყო. ეს ძალიან მკაფიოდ წერია ბარათელის ხელით დაწერილ მტკიცებულებებში. არაერთი მტკიცებულება აქვს პროკურატურას, რუსუდანს სხვადასხვა ეტაპზე არაერთხელ გაუსაჯაროებია ამ მტკიცებულებების შესახებ და ახლაც აძლევს საზოგადოებას დაპირებას, რომ რაღაც გონივრულ ვადაში თუ არ მივა ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე, ის უკვე ღიად იტყვის ყველაფერს და კონკრეტულ მტკიცებულებებსაც წარადგენს. რამდენადაც ვიცი რუსუდანისგან, ის ყველა ეტაპზე კმაყოფილია პროკურატურის ქმედებით. საქმეს ძალიან გულდასმით, ნელ-ნელა მიყვებიან, არ ჩქარობენ. არ იფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში მე პროკურატურის ადვოკატი ვარ, უბრალოდ ამ თემაზე, კონკრეტულად გურამ შარაძის მკვლელობაზე, ძალიან საფუძვლიანად და ნელა მიყვებიან საქმეს, მიდიან ბეწვის ხიდზე, მინდა რომ ძალიან მალე ლოგიკური დასასრულამდე მივიდნენ, არამარტო მე მინდა ეს და ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, თუ არადა, რუსიკომ, როგორც თქვამ, ტყვია ვერ გააჩერებს, გამოვა და ყველაფერს ეტყვის ხალხს. გიორგი ბარათელიც საბოლოოდ იტყვის სიმართლეს, თუმცა ჯერ მას არ აქვს გარანტია, რომ მისი უსაფრთხოება იქნება დაცული, რადგან მკვლელობის დამკვეთი და ნამდვილი მკვლელები დადიან ქუჩაში, დამკვეთი კი უკრაინაშია, ეს იცით", - განაცხადა მიქიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner