„გიგა ბოკერიას ტოლერანტობის სიგელი რა უხერხულია, ღმერთო!" - ამ სიტყვებით არასამთავრობო ორგანიზაცია WECF-საქართველოს წარმომადგენელი იდა ბახტურიძე, სახალხო დამცველის მიერ, გიგა ბოკერიასთვის გადაცემულ ტოლერანტობის ჯილდოს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ყველაზე არატოლერანტული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი შემომქმედი იყო ეგ არსება. ორმაგად უხერხულია, როცა ამ ჯილდოს ომბუცმენი გასცემს.
მართლა რანაირი ექლეკტურები და ვულგარულები ვართ ყველაფერში", - წერს იდა ბახტურიძე.