logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: შეიძლება, ბევრი ადამიანის გულისწყრომა დავიმსახურო, მაგრამ...
- +

21 ნოემბერი. 2017. 10:12


 

„ის, რომ სულიკო კედელაშვილი აგინებდა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ცოდვა გამხელილი სჯობს და მე ეს ცოდვად არ მიმაჩნია", - ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში სულიკო კედელაშვილთან, იმავე ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომელიც თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.


„შეიძლება, ბევრი ადამიანის გულისწყრომა დავიმსახურო, მაგრამ მე არ მიმაჩნია პრობლემად ის სტატუსები, რასაც ის სოციალური ქსელის კედელზე დებდა. მე შეიძლება არ ვაგინებდი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს 2012 წლამდე, მაგრამ შეიძლება არანაკლებს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ისინი წასულიყვნენ ხელისუფლებიდან. სულიკო კედელაშვილის, ამ გამოგონილი გმირის კედელზე რა სტატუსები იწერებოდა, ეს მე პრობლემად არ მიმაჩნია", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner