logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: შვეიცარიაში, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება
- +

21 ნოემბერი. 2017. 10:15



რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, შვეიცარიაში, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ აბაშიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.


„ამ კონტრაქტების მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. ასეთი პროექტის პრეცედენტი არ არსებობს, უაღრესად არაორდინალური პროექტია. ჩვენც დიდი დრო დაგვჭირდა ამ კონტრაქტების გაფორმებაზე და როგორც აღმოჩნდა - რუსებს კიდევ უფრო მეტი. ჩვენ წელიწადნახევრის წინ დავამთავრეთ ამ კონტრაქტებზე მუშაობა და ვაცნობეთ რუსებსაც და შვეიცარიელ პარტნიორებსაც, რომ დავასრულეთ და მზად ვართ კონტრაქტების ხელმოწერისთვის. ამის შემდეგ დაიწყო კომენტარების კეთება რუსული მხრიდან, რომ თქვენ მზად არ ხართო, ჩვენი მხრიდან კი ვამბობდით, რომ მზად ვართ და ბურთი თქვენს მხარეს არისო. შვეიცარიელებს ჩვენს მიმართ არანაირი კითხვები არ აქვთ. თითქოს ამ შეხვედრაზე (კარასინი-აბაშიძე) გაირკვა, რომ ეს დისკუსიები უნდა დასრულდეს. ასე მოვილაპარაკეთ, რომ უახლოესი 2 კვირის მანძილზე, შვეიცარიაში შეხვდებიან საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები, გაივლიან დეტალებს კონტრაქტებთან დაკავშირებით და შემდეგ უნდა მოხდეს კონტრაქტებზე ხელმოწერა. ამის შემდეგ გადავალთ იმპლემენტაციის პროცესზე", - განაცხადა აბაშიძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner