logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

21 ნოემბერი. 2017. 10:19



შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ო. დააკავეს.


სამართალდამცველებმა, ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ.ო.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს"-ის და  „აკმ"-ის მოდელების 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 145 საბრძოლო ვაზნა, „საიგას" მოდელის  და „სვდ"-ს ტიპის 2 შაშხანა.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner