რუსთაველის მსახიობ ია სუხიტაშვილს მეორე შვილი შეეძინა. 26 ოქტომბერს ლურჯთვალება ბიჭმა, სახელად ირაკლიმ ია და მისი მეუღლე ალექსანდრე შარაშიძე უფრო მეტად გააბედნიერა და დააახლოვა ერთმანეთს. „სარკესთან" ინტერვიუში იამ ოჯახურ ბედნიერებაზე ისაუბრა.
„ვთვლი, რომ ის ოჯახი არ არის ოჯახი, სადაც არ არის ის ბედნიერება, რასაც შვილი ჰქვია. არ მინდა, იმ წყვილებს გული ვატკინო, ვისაც არ გამოუცდია ეს, მაგრამ ოჯახი სრულყოფილი მაშინ ხდება, როცა ახალი სიცოცხლე იბადება. რა ვქნა, ეს ასეა, დაუწერელი კანონია.
იკამ უფრო დაგვაახლოვა, მასზე ზრუნვა ორივემ ერთად ავიღეთ საკუთარ თავზე და ორივე ერთად ვადგავართ პატარას თავზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აახლოებს ორ ადამიანს და კიდევ უფრო სხვანაირი ხდება ცოლ-ქმრობა", - აღნიშნა ია სუხიტაშვილმა.