logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი: კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ
- +

21 ნოემბერი. 2017. 13:06

 


ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ლენინის დამარხვის, სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემისა და საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნის უკვდავყოფის ინიციატივით გამოდის.

 

„არაერთხელ მითქვამს, რომ ლენინი უნდა დაიმარხოს. თუმცა, მისი მავზოლეუმში ყოფნა მე არც მაცხელებს და არც მაციებს. მეკითხებიან და ჩემს აზრს გამოვთქვამ.

ეს არ ნიშავს ვინმეს პოლიტიკურ ან ადამიანურ გრძნობებში ჩარევას. მე არ ვსაუბრობ ლენინზე, როგორც პოლიტიკოსზე. მე მის ცხედარზე ვლაპარაკობ, უფრო სწორად, რაც დარჩა მისი გვამისგან. ის ხომ დაახლოებით 100 წლის წინ გარდაიცვალა. ლენინი მავზოლეუმში როგორც სახელმწიფო მოღვაწე მოათავსეს და არა როგორც პარტიული ბელადი. ამიტომ, როგორც სსრკ-ის ყოფილი ლიდერი, მიწას უნდა მივაბაროთ და საფლავზე ძეგლი აღვმართოთ, რომელიც მან დაიმსახურა. სხვათა შორის, ის რეპრესიებზეც გასცემდა განკარგულებებს. ამასთან, არავითარმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მოახდინონ ამის უფლების უზურპაცია.

რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და ის საქართველოს გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველო მას დამარხავს, რუსეთის მილიონობით მოქალაქე კი შვებით ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთის ტერიტორია დატოვა", - განაცხადა რამზან კადიროვმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner