საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში უნივერსიტეტის ასაშენებლად 1 000 000 000 € გადარიცხა.
„ბიძინა ივანიშვილმა 1 000 000 000 € გადარიცხა ქუთაისში უნივერსიტეტის ასაშენებლად, რომელიც 60 000 სტუდენტს დაიტევს. დასრულდება 2 წელიწადში.
P.S. საინტერესოა, რომელიმე თქვენგანს თუ გიფიქრიათ, თუნდაც მიზერი თანხის სადმე გადარიცხვა? უბედურებაა ამდენი უმადური და დაუნახავი ადამიანი ქვეყანაში!" - წერს ოქიტაშვილი „facebook"-გვერდზე.