გუშინ, 20 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ და ედინბურგის ჰერცოგმა პრინცმა ფილიპმა ქორწინების 70 წლისთავი აღნიშნეს. ბრიტანეთის ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი სამეფო ქორწინებაა. სამეფო ოჯახმა ღირსშესანიშნავი თარიღი უინძორის სასახლეში, ვიწრო წრეში იზეიმა.
21 წლის პრინცესა ელისაბედმა და 26 წლის საზღვაო ოფიცერმა პრინც ფილიპმა ჯვარი 1947 წლის 20 ნოემბერს ლონდონის ვესტმინსტერის ტაძარში დაიწერეს.