logo_geo
eng_logo
კოკა კაციტაძე: ბრალდებულები მზად არიან, დაასახელონ ის პირები, ვინც პატიმრების დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის დავალება მისცათ
- +

21 ნოემბერი. 2017. 15:18



პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პატიმრების მიმართ ჩადენილი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები მზად არიან, დანაშაულებრივი ბრძანების გამცემები დაასახელონ.


მისი თქმით, სასჯელაღსრულების მერვე და მეექვსე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ.


„ბრალდებულები მზად არიან გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და დაასახელონ ის პირები, ვინც პატიმრების დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის დავალება მისცათ. ეს ადამიანები არიან რიგითი თანამშრომლები და დავალებებს ალბათ პენიტენციური დაწესებულების თანამდებობის პირებისგან იღებდნენ. გამოძიება ალბათ გავა ციხის დირექტორების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების უფრო მაღალი თანამდებობის პირებზე", - განაცხადა კაციტაძემ.

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner