logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ფიქრობენ, რომ შემაშინებენ და ბრძოლის გაგრძელებას გადამაფიქრებინებენ
- +

21 ნოემბერი. 2017. 15:19



„მოვუწოდებ ირაკლი პეტრიაშვილს და მის თანამოაზრეებს, რომ ძალადობითა და მუქარით ვერ შეგვაჩერებენ", - წერს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

 

„მეგობრებო, ჩემთვის ცნობილი გახდა, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მითითებით, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის გამგეობის  სხდომაზე, რომელიც 26 ნოემბერს რუსთაველის თეატრში უნდა ჩატარდეს და რომელზეც გაერთიანების ყრილობის დადგენილებით უნდა იმსჯელონ ჩვენი დარგობრივი პროფკავშირის ლიდერად ჩემი მიზანშეუწონლობის შესახებ, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს დაევალა აქციის მოწყობა. ფიქრობენ, რომ შემაშინებენ და ბრძოლის გაგრძელებას გადამაფიქრებინებენ. აი, ასე გვებრძვიან სიმართლის მთქმელებს პეტრიაშვილისნაირი ადამიანები.

 

მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელობა ჩემი თვითმიზანი არ არის. ჩემს გვერდით დგანან ჩვენი წევრები, სახელოვნებო სფეროს მუშაკები, რომელთაც თავდაუზოგავი შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს  ქართული კულტურის ისტორიაში.

 

მე მოვუწოდებ ირაკლი პეტრიაშვილს და მის თანამოაზრეებს, რომ ძალადობითა და მუქარით ვერ შეგვაჩერებენ, არც მე გადავდგები და ვერც დარგობრივ პროფკავშირს დაშლიან. ვიმეორებ, მე ვებრძვი ირაკლი პეტრიაშვილს და სხვას არავის. ხმამაღლა ვამბობ, რომ ხალხის ქონება ხალხს უნდა მოხმარდეს და არა ცალკეულ ადამიანებს. ამაზე რომ ვყვირი, ამიტომ მებრძვიან. მაინც არ გავჩერდები, ბრძოლა გრძელდება", - წერს ოქიტაშვილი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner