ნიგერიის ქალაქ მუბის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
აფეთქება დღეს დილით, ლოცვის შემდეგ მოხდა. ჯერჯერობით, რეგიონში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი" მოქმედებს.