logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: აშშ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ახლო აღმოსავლეთში თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობს
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:28



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, აშშ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ახლო აღმოსავლეთში თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობს.


„ისლამური სახელმწიფო" გამოჩნდა და გაქრა, მაგრამ კითხვის ნიშნები დარჩა. ხომ თქვით, რომ „ისლამური სახელმწიფო" სირიიდან განდევნეთ, მაგრამ რატომ მიდის სირიაში იარაღით დატვირთული მანქანები? რომელი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება ეს იარაღი გამოყენებული? ჩვენ ვიცით, რაშია საქმე. მათი ზრუნვა არ ეხება ტერორიზმთან ბრძოლას, დემოკრატიას. ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ცდილობენ, ახლო აღმოსავლეთის ახალი დიზაინი შექმნან. სირიაში ერთი ტერორისტების ნაცვლად სხვა ტერორისტები მოდიან, კერძოდ, სირიელი ქურთების თავდაცვის ძალები", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner