ნინო კვაჭანტირაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი ჟურის წევრის, მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევის მეტყველების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ეს მოპატიჟებული ჩერტკოევი ენას რომ იმტვრევს და საქართველოში ქართულ ტელეარხზე, ქართულ პროექტში, იგლისურ - ქართულით გვმოძღვრავს და გვეკეკლუცება, (არა და, მშვენივრად იცის ქართული,) რატომ არავინ ეტყვის, რომ ან ქართულად ილაპარაკოს ან ბოლომდე ინგლისურს მიაწვეს და სინქრონული თარგმანი დაადონ... სხვა, თუ უნდა, წვერზე ბაყაყი მიისვას, ყურზე პეპელა და თავზე გარშოკი დაიხუროს...
14 აპრილს დედა ენის დღის მილოცვა არ დაგავიწყდეთ, ხალხოოოოოოოო!!!
( სერიიდან, ვაი, ჩვენს პატრონს...)"