logo_geo
eng_logo
24 ნოემბერს ნუგზარ ვაწაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ალბომისა და დისკის პრეზენტაცია გაიმართება
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:58



24 ნოემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ნუგზარ ვაწაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ალბომისა და დისკის პრეზენტაცია. მისი მოსწავლის, მუსიკოსისა და ისტორიკოსის ლევან მიზანდარის მიერ მომზადებული საიუბილეო ალბომი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის დახმარებით გამოიცა.


ნუგზარ ვაწაძის შემოქმედება ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, ის განკუთვნილია როგორც პროფესიული, ისე ფართო აუდიტორიისთვის.  საიუბილეო ალბომი წარმოადგენს ქართული პროფესიული და კინო მუსიკის შედევრების მონოგრაფიული ხასიათის კრებულს. შეგახსენებთ, ნუგზარ ვაწაძე ავტორია მუსიკის ცნობილი ფილმებისა და მულტფილმებისთვის, მათ შორის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „პიერი, მილიციის თანამშრომელი", „ცისკრის ზარები", „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ", „მაცივარში ვიღაც იჯდა", „წარსული ყოველთვის ჩვენთანაა", „ბომბორა", „ო, მოდა, მოდა", „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ" და მრავალი სხვა.


ალბომში შესულია ხელოვნების სასახლეში დაცული მხატვრული კინოაფიშების უნიკალური კოლექცია, დისკზე კი ეროვნულ არქივში დაცული კინომუსიკის უნიკალური ჩანაწერები.


გთხოვთ, გვეწვიოთ!




 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner