„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, მათ მიერ წარმოებული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ NDI-ის და IRI-ის 28 517-დან არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ გამოუკითხავს.
„საგულისხმოა, რომ გამოკითხული ადამიანების სრული 100%-იდან , ანუ 28 517 რესპონდენტიდან არც ერთი არ აღმოჩნდა, ვინც ოდესმე გამოუკითხვს NDI-ის და IRI-ის;
არც ერთი არ აღმოჩნდა, ვისი ნაცნობიც ოდესმე გამოუკითხვს NDI-ის და IRI-ის;
ერთი რესპონდენტიც არ აღმოჩნდა, ვისაც გაუგია, ყური მოუკრავს, რომ ვინმე, ოდესმე, სადმე გამოკითხეს."- აღნიშნავს ინაშვილი.