logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: 2008 წელს სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მთხოვა!
- +

19 აპრილი. 2016. 03:52


რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავებასთნ დაკავშირებული მოვლენები, მოცემულია სამხედრო დაპირისპირების შესაძლო განვითარების პერსპექტივა და სიტუაცია შედარებულია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მომხდარ მოვლენებთან (ავტორი - მარინა პერევოზკინა).


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:


აშკარაა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის „გამოღვიძება" და მისი „გადნობა" ყველაზე მეტად სომხეთთსა და თვით მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აინტერესებს, მაგრამ ეს არ აწყობს აზერბაიჯანს, რომელსაც მნიშვნელოვანი ტერიტორიები აქვს დაკარგული. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ავანტიურებში ვერ დაადანაშაულებ, არის იმის მაგალითები, თუ როგორ შეიკავა მან თავი, რომ სხვადასხვა რთულ სიტუაციებში არ ჩარეულიყო. მაგალითად, ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონით დაურეკა აზერბაიჯანის ლიდერს და შეეცადა იგი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით გადაებირებინა, მაგრამ ილჰამ ალიევმა თავის ქართველ ექსცენტრიულ კოლეგას აუხსნა, რომ ბაქოს მშვენიერი ურთიერთობები აქვს მოსკოვთან და ამიტომაც სარისკო ნაბიჯს არ გადადგამს. სხვათა შორის, ეს ისტორია თვითონ ილჰამ ალიევი მოუყვა ერთ-ერთ დასავლელ მაღალჩინოსან დიპლომატს.

 

ახლა კი რა ხდება? როგორც ჩანს, ეს არ არის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მცდელობა მთიანი ყარაბაღის დაბრუნების მიზნით. ილჰამ ალიევი კარგად აცნობიერებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს ომს და თუ მასში რუსეთი და თურქეთი ჩაერევა, მით უმეტეს... ბაქომ მშვენივრად იცის, რომ ელვისებურ „ბლიცკრიგს" ვერ განახორციელებს.

 

ასე რომ, სიტუაციის ბოლო გამწვავება უფრო ე.წ. „ბრძოლით დაზვერვას" ჰგავს, როცა ერთი მხრივ, მოწინააღმდეგის მზადყოფნის ტესტირება და შემოწმება ხდება, მეორე მხრივ კი - როგორი იქნება რუსეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია. გარდა ამისა, ნათელი ხდება, თუ რამდენად ძლიერია „მთიანი ყარაბაღის არმია, რამდენად სწრაფად შეიძლება ჩაერთოს სიტუაციაში ერევანი, რამდენი ხანი დასჭირდება სომხეთის არმიის ნაწილების გადასროლას ფრონტის ხაზზე, გამოიდებს თუ არა თავს კრემლი მთიანი ყარაბაღისათვის... ამ კითხვებზე პასუხი აუცილებელია, რათა ისეთივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული, როგორიც მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთთან მიმართებით დაუშვა. სხვათა შორის, საქართველოში 2008 წლის ომს წინ 2004 წლის მოვლენები უძღოდა, როცა თბილისმა ცხინვალის ხელში ჩასაგდებად პირველი მცდელობა განახორციელა. ამიტომაც ყველა დაინტერესებულმა მხარემ სიფხიზლე არ უნდა დაკარგოს. მოკლედ, „დაზვერვა ბრძოლით" ნიშნავს, რომ, ალბათ, კონფლიქტის განვითარება წინ არის.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner