logo_geo
eng_logo
ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონი ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევა
- +

22 ნოემბერი. 2017. 00:19



ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონი ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, დაახლოებით ერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო მექანიზმები შეიქმნას და გადარწმუნების კომისიები ჩამოყალიბდეს. თუმცა, ვიდრე კანონი სრულად ამოქმედდება, გარდამავალი მუხლის სახით იმუშავებს რეგულაცია და 273 მუხლით გათვალისწინებული სასჯელი არსებული ფორმით არ შენარჩუნდება. ზოიძის განცხადებით, კანონპროექტის მთავარი არსია ნარკომომხმარებლების მიმართ არასაპატიმრო სასჯელების დაწესება.


ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რა ოდენობის ნარკოტიკის ქონა შეიძლება ჩაითვალოს პირად მოხმარებად, თუმცა შეხვედრის მონაწილეები ჯერჯერობით კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებენ. საკომიტეტო განხილვაში ქვეყნის სერტიფიცირებული ნარკოლოგებიც მონაწილეობდნენ და დოზების დადგენისას კანონმდებლები მათ მოსაზრებებსაც გაიზიარებენ.


26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება.


29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner