logo_geo
eng_logo
22 ნოემბერს, გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის „ერთგულება“ დაჯილდოება გაიმართება
- +

22 ნოემბერი. 2017. 01:27


 

22 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.

კონკურსი 8 საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს. პრემია „ერთგულება" და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, სამ მთავარ პრიზიორს გადაეცემა, ხუთ მათგანს კი, დიპლომები და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოკლორული ანსამბლი.

. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდკულტურათა დიალოგის" ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდებაერთგულება", გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩაპრემია  ყოველწლიურად გაიცემა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner