logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

19 აპრილი. 2016. 10:17


 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული დავით ნ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.



სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 2,54 გრ მარიხუანა, 13,7375 გრ ბუპრენორფინის შემცველი 35 აბი და 10 შეკვრად დაფასოებული, 2,3030 გრ მეტადონი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები კიევში შეიძინა და საქართველოში სომხეთიდან უკანონოდ შემოიტანა.



გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა"ქვეპუნქტით).



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner