logo_geo
eng_logo
სუს-ი: მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია
- +

22 ნოემბერი. 2017. 01:47



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. ამის შესახებ პირველ არხს სუს-იდან აცნობეს.


„პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია", - განაცხადეს სუს-ში.

 

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ის პირები იმყოფებიან, რომელთა აყვანის სპეცოპერაციაც მიმდინარეობს, პოლიციის ყვითელი ლენტი აქვს შემოსაზღვრული.


კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი შენობაში რჩება, ხოლო მათ, ვინც დაკავების ოპერაციის დროს კორპუსში არ იმყოფებოდნენ, სამართალდამცავები შენობაში შესვლის საშუალებას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აძლევენ.


შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ.


ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner