logo_geo
eng_logo
ლადო კახაძე: ისეთი სისტემა უნდა ავაშენოთ, სადაც სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავა და მგონია, რომ აქეთკენ მივდივართ...
- +

22 ნოემბერი. 2017. 03:19


 

„ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს: პრობლემები პოტენციურ მშობლებში, პრობლემები მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის დროს გართულებები და შემდგომ უკვე, მეანგინეკოლოგებსა და ნეონატოლოგებს შორის დისკოორდინაცია", - ამის შესახებ მეანგინეკოლოგმა, ლადო კახაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. როგორც  კახაძემ აღნიშნა, ისეთი სისტემა უნდა აშენდეს, სადაც სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავა.


„ხატოვანი შედარება რომ მოვიყვანოთ, თვითმფრინავში არის ვიპ სალონიც და ეკონომ სალონიც, მაგრამ თუ თვითმფრინავი ჩამოვარდა, გადარჩენის შანსი არავის არ აქვს და ორივე დაიღუპება. თუ პაციენტი დაზარალდა, რა მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფოსგან დაზარალდება თუ კერძო სტრუქტურის მიერ?! ჩვენ ისეთი სისტემა უნდა ავაშენოთ, სადაც სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავა და მე მგონია, რომ აქეთკენ მივდივართ," - განაცხადა ლადო კახაძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner