საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეწყალებას არ აპირებს.
„ადამიანი როცა ზის ციხეში ყოველთვის რთულია ნებისმიერი რამის თქმა. თუნდაც იმის თქმა, მე არ შეგიწყალებ... მე, საფუძველი რომ შევიწყალო ვანო მერაბიშვილი, ამას დღეს, მე ვერ ვხედავ", - განაცხადა პრეზიდენტმა.