„მდგრადი განვითარების მიზნისთვის, ეს არის გაერო-ს მიზანი 20-30-სთვის ძალიან ამბიციური მიზნები გვაქვს, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ექვსი და ნეონატალური ხუთი, ევროპულ მაჩვენებლებს დავუახლოვოთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.
„ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი გამომწვევი მიზეზები გაანალიზებული გვაქვს, ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ადრეულ ნეონატალურ ასაკში ბავშვთა გარდაცვალება, რაც ბავშვთა სიკვდილიანობის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს და, თავის მხრივ, ამ სიკვდილიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის განვითარების მანკებს და ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს,მცირეწონიან ახალშობილებს, რომელთაც სასიცოცხლო ფუნქციების ბევრი პრობლემა აქვთ. სწორედ აქეთ არის მიმართული ძირითადი ინტერვენციები", - განაცხადა მარინა დარახველიძემ.