თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის მიერ „რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა თავისი განათლების მინისტრობის პერიოდზე ისაუბრა და აგრარულ უნივერსიტეტში არსებული ვითარება გაიხსენა. პრეზიდენტის თქმით, უნივერსიტეტში მაშინ დარღვევები იყო.
„რა უსინდისო მატყუარაა. და ეს კიდევ რომ სხვას შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდებს. ფუღურო", - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.