MoneyMan-ინოვაციური ონლაინ სესხის ახალი კომპანია, ალტერნატიული დაფინანსების ყველაზე პოპულარული კომპანია გახდა ფინტექის ევროპულ დაჯილდოვებაზე.
ევროპული ფინტექის დაჯილდოვებისას ონლაინ ხმის მიცემით MoneyMan-მა ვებ-საიტის ვიზიტორების, კლიენტების და ფინტექის ექსპერტების მეტი ხმა მიიღო ალტერნატიული დაფინანსების კატეგორიაში, ვიდრე ერთად აღებულმა სხვა კონკურენტებმა. ყველაზე ახლოს მდგომმა კონკურენტმა ორჯერ ნაკლები ხმა მიიღო. ალტერნატიული საზოგადოებრივი დაფინანსების ჯილდოს მისაღებად 20 ქვეყნის 93 კომპანია იბრძოდა. ხმის მიცემა ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. 417 კომპანიას მისცეს 55,000-ზე მეტი ხმა.
საჯარო კენჭისყრამ აჩვენა, რომ კომპანიებს ნამდვილად გააჩნიათ მომხმარებლების მხარდაჭერა. წარმოადგენს რა ID Finance-ის - საერთაშორისო საფინანსო ტექნოლოგიების კომპანიის - საკუთრებას, MoneyMan-ი არის სწრაფად მზარდი ახალი fintech კომპანია, რომლის სპეციალიზაციის სფეროა კლიენტებისთვის მოკლევადიანი პერსონალური სესხების გაცემა. MoneyMan-ის ბრენდი წარმოდგენილია ესპანეთში, რუსეთში, ყაზახეთში, საქართველოში, ბელარუსსა და პოლონეთში. დაწყების დღიდან, ყველა ქვეყანაში, სადაც ახორციელებს საქმიანობას, ID Finance-მა გასცა 355.000-ზე მეტი სესხი საერთო თანხით $60 მლნ-ზე მეტი. MoneyMan-მა შექმნა ორიგინალური IT სტეკი და იყენებს ქულების განსაზღვრის მაღალი სიმძლავრის დაპატენტებულ მოდელებს, რათა რეალურ დროში შეაფასოს პოტენციური მსესხებლის კრედიტუნარიანობა. იგი ყურადღებას ამახვილებს კლიენტებისთვის სწრაფი და მოსახერხებელი მომსახურების გაწევაზე 24/7.
ID Finance-ის ერთერთ ინვესტორს წარმოადგენს სარისკო კაპიტალის მართვის ცნობილი კომპანია Emery Capital, რომელიც ადრეულ ეტაპზე ახორციელებს ინვესტიციებს გლობალური მასშტაბის ტექნოლოგიური და ფინტექის ახალგაზრდა კომპანიებში. ID Finance-ის ყველაზე ცნობილი და დიდი აქტივდებია კომპანიები MoneyMan და AmmoPay. დეტალური ინფორმაცია იხ. idfinance.com
გარდა ალტერნატიული დაფინანსების კატეგორიისა, ევროპული ფინტექის დაჯილდოების ორგანიზატორებს ჰქონდათ 8 ნომინაცია ბლოკჩეინებში, ფინანსურ ინკლუზიაში, ინოვაციურ საბანკო პროგრამულ უზრუნველყოფაში, InsurTech-ში, გადახდებში, PFM-ში, რისკში, დაზვერვასა და უსაფრთხოებაში და ჩელენჯერ ბანკში.
ბორის ბატინი, ID Finance-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა:
"ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა კლიენტს, ჩვენი ბრენდის ელჩს და ექსპერტებს, რომ შეამჩნიეს MoneyMan-ის ინოვაციურობა. ჩვენ მიზნად ვისახავთ კლიენტების უნიკალური მომსახურების დანერგვას ყველა ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ, ვახდენთ საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტების იმპორტს და ექპორტს, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალი პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებას, ასევე ადამიანებისთვის სწრაფი და მოხერხებული ინსტრუმენტების მიწოდებას. ონლაინ სესხი არ ჩაანაცვლებს კლასიკურ საბანკო სესხს, არამედ წარმოადგენს ალტერნატივას უეცრად წარმოშობილი ფინანსური სირთულეების მოსაგვარებლად. ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესებაზე უწყვეტი მუშაობით, MoneyMan ხდება ევროპაში მაღალხარისხიანი სასესხო მომსახურების სიმბოლო. ".
ალტერნატიული დაფინანსების კატეგორიაში ფინტექის საზოგადოებრივი ევროპული დაჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. award website.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
შოთა კეკელია - MoneyMan.ge-ის გენერალური დირექტორი