logo_geo
eng_logo
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

22 ნოემბერი. 2017. 10:51



შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული კ.მ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner