ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში უკვე გადაყვანილია.
სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.