ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილას, სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული.
ჩამსხვრეულია რამდენიმე ბინის ფანჯრები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ბრიგადებიც.
ამ დროისთვის სპეცოპერაციის ადგილზე სროლის და აფეთქებების ხმა აღარ ისმის.