logo_geo
eng_logo
„განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია“ - შსს-ს აკადემიამ პროექტი დაიწყო
- +

21 თებერვალი. 2016. 10:33


შსს-ს აკადემიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროექტი „განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია" დაიწყო. პროექტის მიზანია ინფორმაცია აკადემიაში განათლების მიღების შესახებ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

პროექტის საშუალებით მომავალ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ შსს-ს აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების პრინციპებს. პრეზენტაციებს აღნიშნულ თემაზე უფროსკლასელებისთვის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და აკადემიის წარმომადგენლები პოლიციის შენობებში აწყობენ.

პროექტის უკვე დაიწყო შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. უახლოეს მომავალში პროექტში ჩაერთვებიან მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებიც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner