logo_geo
eng_logo
ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა
- +

19 აპრილი. 2016. 10:22



ბოლო მონაცემებით, ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა, 2 000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია.


დამანგრეველი მიწისძვრა ეკვადორში 16 აპრილს მოხდა. 7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა ეკვადორის ზღვისიპირა ზონა მნიშვნელოვნად დააზარალა, განადგურდა უამრავი შენობა.


სტიქიის შედეგებთან ბრძოლისთვის მობილიზებულია 14 ათასი სამხედრო და სამართალდამცველი, ეკვადორში ჩავიდნენ მაშველები სხვა ქვეყნებიდანაც.



ქვეყნის პრეზიდენტის რაფაელ კორეას განცხადებით, აღნიშნული სტიქიური უბედურება ყველაზე საშინელი ტრაგედიაა ეკვადორში ბოლო 70 წლის განმავლობაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner