logo_geo
eng_logo
სპეცოპერაციის ადგილზე ჯავშანმანქანები შევიდნენ
- +

22 ნოემბერი. 2017. 11:51




გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჯავშანმანქანები შევიდნენ. პოლიცია მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.


მოსახლეობა კორპუსიდან სამართალდამცველების მეთვალყურეობით გამოდის. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები კორპუსების სადარბაზოებთან იმყოფებიან და იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მცხოვრებლები გარეთ გამოვლენ, მათ ტერიტორიას ორგანიზებულად ატოვებინებენ. სამართალდამცველები ასევე მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლასა და ფანჯრებიდან გახედვას.


ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ.


მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner