ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სასწრაფოდ შეწყვიტეთ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციისა და საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების ჩვენება, რადგანაც ტერორისტები უყურებენ ამ ეთერს. ნუ ეძლევათ ჟურნალისტებს საშუალება, პირდაპირი ეთერით აჩვენონ სპეცოპერაციის დაწყების დეტალები... ხალხო, ეს თამაში არ არის, გაიგეთ, ეს არის საშიში მოვლენა!" - წერს მაისაია.