ამ წუთებში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას დისტანციურად, „სკაიპით" დაკითხვა მიმდინარეობს.
ახალაიას დაკითხვა სასამართლოზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა მოითხოვა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი „სკაიპით" დაიკითხება, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფება.
გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის უფროსს დაპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა.