იუსტიციის მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ნებისმიერი თარიღისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება პარტიებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისთვის.
მინისტრი კანონის იმ მუხლზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც მინისტრებს, რომლებიც საარჩევნო სიებში იქნებიან, თანამდებობის დატოვება მოუწევთ.
„იუსტიციის სამინისტრო ნებისმიერ თარიღს შეხვდება მზად. რაც მთავარია, ყველა პარტიას სახელმწიფო შეუქმნის ყველა პირობას, რომ მათ გამჭვირვალე პირობებში კონკურენცია შეძლონ. თუ რომელიმე მინისტრი იქნება კანდიდატი, რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის დაცვა და არც არავინ მისცემს ასეთ კანდიდატს საშუალებას, არ დაიცვას კანონი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.