logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგს ეწვია
- +

19 აპრილი. 2016. 10:39

 

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, დღეს სტრასბურგს ეწვია. პრემიერი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.



ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. გიორგი კვირიკაშვილს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდიც უმასპინძლებს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.


საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია.



სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.



საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმყოფებიან, სტრასბურგს 21 აპრილს დატოვებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner