logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს
- +

22 ნოემბერი. 2017. 14:22



დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებებს იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია ამ ეტაპზე, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას.


„ამ ეტაპზე მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდეს დეტალებზე ლაპარაკი, როგორ მიმდინარეობს სპეცოპერაცია. მოსახლეობას არ ემუქრება საფრთხე და ამ მიზნით კეთდება ყველაფერი. არც ერთ მეტ კითხვაზე არ იქნება პასუხი გაცემული იმ ზომაზე მეტად, რასაც შესაბამისი სამსახურები ჩათვლიან საჭიროდ", - განაცხადა სოზარ უბარმა.

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner