მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ერორ", უფრო „კრუპნად" და ხანგრძლივად მიეცი გარაჟის უკან დისლოცირებული ჩვენი სპეცრაზმელების კადრი, გეოლოკაციური კოორდინატებიც მიუწერე ბარემ (ხარჯი ხარჯია), ზუსტად რომ ამოიღონ მიზანში ტერორისტებმა", - წერს ნაცვლიშვილი.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 17 საათია, მიმდინარეობს. დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი. მოსახლეობის ნაწილმა, საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით, ტერიტორია უკვე დატოვა. სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.