logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: „ერორ“, კოორდინატებიც მიუწერე ბარემ, ზუსტად რომ ამოიღონ მიზანში ტერორისტებმა
- +

22 ნოემბერი. 2017. 14:25



მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ერორ", უფრო „კრუპნად" და ხანგრძლივად მიეცი გარაჟის უკან დისლოცირებული ჩვენი სპეცრაზმელების კადრი, გეოლოკაციური კოორდინატებიც მიუწერე ბარემ (ხარჯი ხარჯია), ზუსტად რომ ამოიღონ მიზანში ტერორისტებმა", - წერს ნაცვლიშვილი.


ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 17 საათია, მიმდინარეობს. დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი. მოსახლეობის ნაწილმა, საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით, ტერიტორია უკვე დატოვა. სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner