logo_geo
eng_logo
დათა ახალაიამ არ უპასუხა კითხვას, ოქროყანის ტერიტორიაზე მიუყენებია თუ არა შეურაცხყოფა სანდრო გირგვლიანისთვის
- +

22 ნოემბერი. 2017. 14:30

 

 

კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ არ უპასუხა პროკურორის კითხვას,  თანამშრომლებთან ერთად მიუყენებია თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა ოქროყანის ან მიმდებარე ტერიტორიაზე სანდრო გირგვლიანისთვის ან სხვა პირისთვის.


„ვინაიდან მე ვარ მსჯავრდებული და ბრალდებული საქმის ამ ეპიზოდზე, პასუხს არ გავცემ", - განაცხადა დათა ახალაიამ.


მან ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, რამდენად ხშირად იმყოფებოდა თაკო სალაყაიასა და ვასილ სანოძესთან ერთად, მაგალითად „შარდენ-ბარში".


„ჩემს საწინააღმდეგოდ მე თქვენ ჩვენებას აქ არ მოგცემთ", - განაცხადა ახალაიამ.


ბრალდების ინფორმაციით, 2006 წლის 28 იანვარს დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და შეტყობინებაა განხორციელებული.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად „სკაიპის" მეშვეობით მიმდინარეობს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner