logo_geo
eng_logo
დუისის პოლიციაში იმ პირს დაჰკითხავენ, ვისი სახლიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ჰქონდათ დაქირავებული
- +

22 ნოემბერი. 2017. 14:44

 

 

არსებული ინფორმაციით, პანკისში, სოფელ დუისის პოლიციის შენობაში იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობს, ვის სახლშიც, სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი წევრები იმყოფებიან.


როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დუისის მკვიდრმა ასლან ჟაბრალოევმა თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გააქირავა. მამაკაცი ახმეტაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.


აქვს თუ არა კავშირი და იცნობდა თუ არა ჟაბრალოევი ბინის დამქირავებლებს, ამ დროისთვის მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner