logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ძალიან მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის
- +

22 ნოემბერი. 2017. 15:15



„ქართული ოცნების" დეპუტატის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის - ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას არ აქვს, პასუხისმგებლობა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პასუხისმგებლობა ხშირად გააზრებული არ არის. პერიმეტრი დიდია და ყველა არხის გადაკეტვა შეუძლებელია. ეს პასუხისმგებლობა პირადად უნდა მომდინარეობდეს და სხვათა პასუხისმგებლობაზეც არის დამოკიდებული", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner