ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნამდვილად არ ვიცი, რა გეგმა აქვთ სპეცსამსახურებს და არც უნდა ვიცოდე. ერთ რამეში კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორ უნდა ჩაატარონ ეს ოპერაცია. იციან როგორც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე თავად შიდა მომზადების მხრივ.
ის, რომ დიდი ხანი გაიწელა ეს ოპერაცია, საზოგადოებაში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავისი მიზეზი ექნება. ეს ამერიკული „ბოევიკი" არ არის, სადაც შვარცენეგერს შეუძლია ხუთ წუთში მთელი ჯარი გაანადგუროს. არც იმ „მამაც" და „პროფესიონალ" ჟურნალისტებზე გადაღებული ფილმია, რომლებშიც ისინი პირდაპირ ტერორისტების ბუნაგიდან აკეთებენ ექსკლუზივს, და თუ მარტო ფილმებით შემოიფარგლება გარკვეული ხალხის ცნობიერება, გავიხსენებ „კერკეტ კაკალს", რომელშიც ბრიუს უილისის გმირის მეუღლე, ერთ-ერთ იქაურ „რუსთავი 2"-ელს ცხვირ-პირს დაუნაყავს.
უმთავრესი კი ისაა, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო უჩა ნანუაშვილს და იმ იდიოტებს, რომლებიც რაღაც უაზრო რეზოლუციებით აზროვნებენ, რაც შეიძლება მალე უნდა მიეხედოს", - წერს გაბრიჭიძე.